დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თუ გავითვალისწინებთ ზოგად ფონს, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პროცენტი დაბალია.

"თითოეული გარდაცვალება ტრაგედიაა, მაგრამ ხაზს ვუსვამ, მედიცინაში ეს ხდება. შემთხვევათა დიდი რაოდენობის ფონზე, გარდაცვალების პროცენტი საქართველოს, ჯერჯერობით, აქვს ერთ-ერთი საუკეთესო", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

28 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ 31 ადამიანია გარდაცვლილი.