განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, საბავშო ბაღები, აჭარის გარდა, მუშაობას 12 ოქტომბრიდან განაახლებენ. ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

აქამდე არსებული ინფორმაციით, ბაღები 1 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო.

განათლების მინისტრმა, ასევე, განაცხადა, რომ 19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებელებში სწავლა აღდგება.