აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, 27 სექტემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 46 ადამიანს დაუფიქსირდა. თუმცა, უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის გუდაუთის საავადმყოფოში Covid-19-ის დიაგნოზით 117 ადამიანი მკურნალობს. 14 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 27 პაციენტი საშუალო სირთულისაა, 3 — გამოჯანმრთელდა. ამბულატორიულად, თვითიზოლაციაში გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი.

დე ფაქტო ჯანდაცვის უწყების განმარტებით, ჯამში კორონავირუსი 1 332 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 400 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 9.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: