შეუდარებელი QLED 8K ტელევიზორი სამსუნგისგან
სამსუნგი საქართველოში 2020 წლის QLED ტელევიზორების განახლებულ სამოდელო რიგს წარმოადგენს, რომლებიც უკვე გაყიდვაშია. პარტნიორ მაღაზიებში გაიყიდება 2020 წლის როგორც 8K, ასევე 4K რეზოლუციის ეკრანის მქონე მოდელები.
QLED, იგივე Quantum Dot ეკრანის ტექნოლოგია სამსუნგმა ბაზარს რამდენიმე წლის წინ შესთავაზა. საქმე გვაქვს ძალიან პატარა, ნანო ზომის (1 ნანომეტრი მოლეკულებს შორის მანძილის ექვივალენტია) მეტალის კრისტალებთან, რომლებიც გამოყენებულია ამ ტიპის ეკრანებში. კრისტალების ზომები 3-დან 7 ნანომეტრამდე მერყეობს, მათი ზომა კი პიქსელების ფერს განსაზღვრავს. სინათლესთან ურთიერთქმედებაში აღნიშნული წერტილები ბზინვას იწყებენ, რაც საბოლოოდ ყველაზე მაღალ დინამიურ დიაპაზონსა და მე ფერთა გამას გვაძლევს. იზრდება გამოსახულების სიკაშკაშე და კონტრასტიც. მაგალითისთვის, ჩვეულებრივი LED ეკრანები 16 მილიონამდე ფერს გადმოგვცემენ, ხოლო სამსუნგის კვანტური წერტილების ტექნოლოგიის საშუალებით გადმოცემულ ფერთა რაოდენობა მილიარდს აჭარბებს. QLED ეკრანის ტექნოლოგიებზე საუბრისას აუცილებელია აღვნიშნოთ მისი განსხვავება სხვა კომპანიების მერი გამოყენებულ OLED ტექნოლოგიასთან. კვანტური წერტილების ტექნოლოგია არაორგანულ მასალებს იყენებს, რაც დროთა განმავლობაში ინდივიდუალური პიქსელების დაწვას გამორიცხავს. სამსუნგი QLED ეკრანებს 10 წლიან გარანტიას ანიჭებს.
სამსუნგის განახლებული სამოდელო რიგის QLED 8K ტელევიზორები ულტრა თხელ (15 მილიმეტრამდე) სისქის კორპუსშია განთავსებული. ეკრანის თანაფარდობა კორპუსთან 99%-ია და შიძლება ითქვას, რომ ჩარჩოები სრულიად უხილავია. პანელის უკანა მხარე ბრტყელია, რაც საშუალებას გვაძლევს ტელევიზორი კედელთან დაშორების გარშე (No Gap Wall Mount) ჩამოვკიდოთ. სამსუნგმა გარკვეულ მოდელებში გამოიყენა გამჭვირვალე სადენი (One Connect) ტელევიზორის უხილავი მიერთებისთვის.
2020 წლის მოდელებში სამსუნგმა უფრო დახვეწა ლოკალური უკუგანათების ფუნქცია, ე.წ. QLED 8K Direct Full Array, რომელიც გამოსახულების სიკაშკაშეს 20%-ით აუმჯობესებს. აღნიშნული ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა QLED-მატრიცის უკუგანათების მართვით, მხოლოდ ეკრანის კონკრეტული მონაკვეთის განათება შეიცვალოს. აღნიშნული ტექნოლოგია Quantum HDR-თან ერთად გამოსახულების ობიექტის ზღვარს უფრო მკვეთრს ხდის და გადმოცემულ სცენას კონტრასტულობას მატებს.
8K რეზოლუციის მქონე ეკრანების ტელევიზორებში სერიულად გამოყენებისას სამსუნგს კიდევ ერთი პრობლემასთან გამკლავება მოუხდა — საუბარია დღეს სამყაროში არსებული კონტენტის 7680X4320 პიქსელის რეზოლუციამდე კონვერტაციაზე. ამისათვის, სამსუნგმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგია — AI Upscaling-ი შემოგვთავაზა, რომელიც აუმჯობესებს დაბალი რეზოლუციის კონტენტს 8K გამოსახულების ხარისხამდე. უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს თუ შოუ, რომელსაც უყურებთ 8K რეზოლუციის მქონე კამერით არ არის გადაღებული, სამსუნგის ნეირონული ქსეილი მის ოპტიმიზირებას მოახდენს და შოუს 8K ეკრანზე შემოგთავაზებთ.
აღნიშნულ ოპერაციას სამსუნგის ახალი სამოდელო რიგის ტელევიზორებში 8K Quantum Processor-ი ახორცილებს, რომელიც, გარდა რეზოლუციის გაუმჯობესებისა, ლაივ რეჟიმში აკვირდება ოთახის განათებას და ამ პარამეტრის მიხედვით ცვლის ჩვენების დინამიკას, კონტრასტულობასა და სხვა მახასიათებლებს იმისათვის, რომ მაყურებელი მაქსიმალურად ჩაერთოს და განიცადოს გადმოცემული სცენა.
გამოსახულებასთან ერთად Quantum Processor-ი აუდიო სიგნალის მართვასაც ახორცელებს. სამსუნგის ახალი ტელევიზორები აღჭურვილია 4.2 აუდიო სისტემით, რაც 4 სრული სპექტრისა და 2 დაბალი სიხშირულ დინამიკს მოიცავს. ასეთი აღჭურვილობით ტელევიზორს აუდიოს სრული სპექტრის გადმოცემა შეუძლია და გამოყენებულ პროცესორთან ერთად მოცულობით ჟღერადობას ქმნის. აღსანიშნავია Active Voice Amplifier (AVA) ფუნქცია, რომელიც რეალურ რეჟიმში აანალიზებს გარე ხმაურის დონეს და აღნიშნულ ხმაურთან მიმართებით, აძლიერებს კონტენტში მიმდინარე საუბრების ინტენსივობას.
აღსანიშნავია სხვა ტექნოლოგიებიც, რომლებიც სამუნგმა განახლებულ QLED 8K სამოდელო რიგში გამოიყენა. მაგალითისთვის, Real Game Enhancer+ ტექნოლოგიაც გამოდგება, რომლის ჩართვასთან ერთად ტელევიზორი ნამდვილ გეიმერულ მოწყობილობად გადაიქცევა; Mobile View, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობიდან ტელევიზორზე კონტენტის ტრანსლირებას უმაღლესი ხარისხით უზრუნველყოფს; Ambient Mode+, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ტელევიზორის მულტიფუნქციურ პანელად გამოყენება.
და ბოლოს, სამსუნგის QLED 8K ტელევიზორების განახლებული სამოდელო რიგი 2020 წელს ყველაზე მრავალფეროვანი დიაგონალის ეკრანებით იქნება წარმოდგენილი.
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
-
გადახედვა5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ 5-თვიანი სიჩუმის შემდეგ Voyager 1-სგან მონაცემები მივიღეთ
-
გადახედვადღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი დღეს მე ვარ ძლიერი ქალი, რომელიც მომავალს პოზიტიურად უყურებს — სელინ დიონი
-
გადახედვაპაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს პაპუაშვილი: საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა დარწმუნებული ვარ,ბორელს კანონპროექტი წაკითხული არ აქვს
-
გადახედვადააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა დააპატიმრეს ქალი, რომელმაც ჰარი სტაილსს 8 000 ბარათი გაუგზავნა
-
-
-
გადახედვა"დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს "დადექით საერთო ევროპული მომავლის გვერდით" — დროა/გირჩი - მეტი თავისუფლების მიმართვა საჯარო მოხელეებს
-
გადახედვაყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
გადახედვასაერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბაქტერიებმა მუტაცია განიცადეს
კომენტარები