საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოადგილედ სოსო გიორგაძე დაინიშნა. ის თანამდებობას 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან დაიკავებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება უკვე გამოცემულია.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო 2019 წლის ივნისიდან დღემდე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანი საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების პარტიულ სიაში დასახელების გამო მინისტრის პოსტიდან გადადგა. პირველი ოქტომბრიდან, სოსო გიორგაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში საჯარო სერვისების მიმართულების კურატორი იქნება.