კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ წარსულზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ "ყველაფერი შედარებითია", ამიტომ წარსულზე საუბრობს
ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე ისევ ამტკიცებს, რომ წარსულზე საუბარი არ უყვარს, მაგრამ აღნიშნავს, რომ "ყველაფერი შედარებითია" და მაინც წარსულზე საუბრობს. მან კიდევ ერთხელ გაიხსენა 2012 წლამდე არსებული სიტუაცია და ყოფილი ხელისუფლება ისევ ქართული ოცნების უპირატესობის ხაზგასასმელად გამოიყენა.
პალიტრანიუსის ეთერში წამყვანის კითხვაზე, რას ეტყვის წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება ხალხს და რატომ უნდა მისცენ მათ ხმა, როცა კორონავირუსის სიტუაცია აღარაა კონტროლქვეშ, ლარის კურსი ეცემა, კალაძე ასე პასუხობს:
"ყველაფერი არის შედარებითი. მოდით ვნახოთ ვინ არის სხვა პოლიტიკური პარტიები, ვისაც აქვს პრეტენზია ხელისუფლებაში მოსვლაზე".
წამყვანის დამაზუსტებელ კითხვაზე, იქნება თუ არა მათი მთავარი სათქმელი, რომ თვითონ კარგები არ არიან, მაგრამ ოპოზიცია უფრო ცუდია, კალაძე პასუხობს:
"მაგას ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ იდეალურები ვართ და საოცრებებს ვახდენთ, მაგრამ ყველაფერი არის შედარებითი. მოდი ვნახოთ რა ხდებოდა 2012 წლამდე. მე არ მიყვარს ახლა წარსულზე საუბარი, 9 წლის განმავლობაში რა იყო და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერი არის შედარებითი. ვნახოთ ყველა მიმართულებით: სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, ეკონომიკა, განათლება, ზოგადად ეკონომიკური განვითარება, ბიზნესის ხელშეწყობა, ვნახოთ რა ხდებოდა 2012 წლამდე", — განაცხადა მან.
კახა კალაძე ქართული ოცნების ლიდერებიდან ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია ყოფილი ხელისუფლების კრიტიკისას. წინა ხელისუფლებაზე ის განსაკუთრებით აქტიურად საუბრობს წინასაარჩევნო კამპანიის დროს. კრიტიკა კალაძემ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა პირველად წარადგინეს რეგიონების მაჟორიტარობის კანდიდატები. მაშინ მან პირდაპირ თქვა, რომ ყოფილ ხელისუფლებაზე საუბარი სურდა:
"მე მინდა ცოტა უკან დავბრუნდე. ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ ამაზე საუბარი, მაგრამ აუცილებლად მომიწევს შევეხო 2012 წელს. ზუსტად 2012 წელს ქართველმა ხალხმა, ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით დაამარცხა ძალადობრივი რეჟიმი და მოიპოვა თავისუფლება".
ეს რიტორიკა მან შემდგომში სხვდასხვა რეგიონში განავრცო. მაგალითად, დუშეთში კანდიდატის წარდგენისას განაცხადა:
"თქვენ ჯერ კიდევ მაშინ იდექით ჩვენს გვერდში, როდესაც ქვეყანაში გამეფებული იყო ძალადობა და სწორედ ერთად დგომით, ერთად ბრძოლით, ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანაში დავაბრუნეთ მშვიდობა, თავისუფლება".
აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე მაჟორიტარების წარდგენისას პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ წარსულზე საუბარი არ სურთ და მხოლოდ მომავალზე უნდა იყვნენ ორიენტირებული, მაშინ, როცა იმავე ტრიბუნიდან კალაძე ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს განიხილავდა.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები