პარლამენტის დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი და მისი ცოლი, ჟურნალისტი, ვიკა ბუკია კორონავირუსსიგან განიკურნენ. ბუკია სოციალურ ქსელში წერს, რომ მათი ტესტის პასუხი უარყოფითია.

როგორც ბუკიამ On.ge-ს განუცხადა, ხვალ განმეორებით ტესტს ჩაიტარებენ და თუ მისი პასუხიც უარყოფითი იქნება, კლინიკიდან გაწერენ.

გოგიჩაიშვილს და ბუკიას კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდათ.