სოხუმის დაცემიდან დღეს 27 წელი შესრულდა. სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე სამძმარს უცხადებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს და მიაჩნია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ეს არის უპირველესი მიზანი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა გააჩნდეს. პოლიტიკური ლიდერის განცხადებით, აღმშენებლობის გზა არის ის გზა, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს მისცემს საკუთარ ღირსეულ ადგილს ერთიან, ძლიერ საქართველოში.

"ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ეს არის უპირველესი მიზანი, რომელიც თითოეულ საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ გზა გადის გაჭირვების დამარცხებაზე, ეკონომიკურ გაძლიერებასა და იმ გმირებისა და მათი ოჯახების მიმართ პატივისცემაზე, რომლებმაც თავის დროს თავი შესწირეს ქვეყანას. პატივისცემა აბსოლუტურად ყველა ვეტერანის მიმართ, რომლებიც იბრძოდნენ და იცავდნენ ჩვენს სახელმწიფო ინტერესებს, სხვა შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთ და მე მჯერა, რომ აღმშენებლობის გზა არის ის გზა, რომელიც საქართველოს გაამთლიანებს და საქართველოს ყველა მოქალაქეს მისცემს საკუთარ ღირსეულ ადგილს ერთიან, ძლიერ საქართველოში", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი