პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჩხერეს საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით უპირატესობა აქვს. მაგალითად მან საჩხერის ჯანდაცვის სისტემა და განათლების სისტემის ინფრასტრუქტურა მოიყვანა.

"სამწუხაროდ, ჯერ კიდევ, ზოგიერთი ჩვენი ეკონომიკურად ძალიან სუსტ მდგომარეობაში მყოფი რეგიონებისთვის, რა თქმა უნდა, საჩხერე შეიძლება იყოს მაგალითი", — აღნიშნა გახარიამ.

რამდენიმე დღის წინ პრემიერმა განაცხადა, რომ საჩხერე არის მოდელი იმისა, როგორი საქართველო გვინდა. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში, სხვა მუნიციპალიტეტებიც ასეთი იყოს. ამ განცხადებას ოპოზიციაში კრიტიკა მოყვა.

ქართული ოცნების ლიდერი და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაშ დაიბადა. ჯერ კიდევ პოლიტიკაში მოსვლამდე ის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა პროექტს ახორციელებდა და ადგილობრივებს ეხმარებოდა.