ქართული ოცნების გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატებს, არც ვაკეში და არც გლდანში წარმატების შანსი არ აქვთ. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"არც ერთში და არც მეორეში ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს წარმატების მიღწევის, გამარჯვებაზე აღარ ვსაუბრობ. როგორც ლევან კობიაშვილს, ისე ნოდარ ტურძილაძეს აქვთ ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ არჩევნები დაამთავრონ პირველივე ტურში", — აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის მიერ დასახელებულ მაჟორიტარობის კანდიდატებს აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვონ.

ამავე თემაზე: