ქართული ოცნების გენერალური მდივანი და თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ არ იცის ოპოზიციური პარტიები რამდენად შეძლებენ ერთობას, იმის ფონზეც, რომ უკვე პრემიერობის რამდენიმე კანდიდატია დასახელებული. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა.

"რაც ოპოზიციურ პლატფორმაზე ხდება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახებე მათ წარუმატებლობაზე. ხომ ხედავთ, პრემიერმინისტრობის რამდენი კანდიდატია დასახელებული, ყველას დირექტორობა უნდა. საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს, აფასებს, შესაბამისად არჩევნებზეც აისახება ეს განწყობები", — განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების შემდეგ ქართულ ოცნებას კოალიციური მთავერობის ჩამოყალიბება არ დასჭირდება.