შაბათს მინსკში კიდევ ერთი ქალთა მარში გაიმართა, რომელიც სხვა აქციების მსგავსად, ახლაც დაკავებების ფონზე მიმდინარეობდა. როგორც ტელეგრამარხი Nexta Live წერს, აქციის მონაწილეების აცხადებდნენ, რომ ეს იყო ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაიას ინაუგურაციის რეპეტიცია.

მსვლელობამდე საათ-ნახევრით ადრე მინსკში გამარჯვების მოედანი გადაკეტეს, რის გამოც ქალებს სხვა ადგილას შეკრება მოუწიათ. მსვლელობის დაწყებიდან მალევე დაკავებები დაიწყო.

ფოტო: TUT.BY

ფოტო: TUT.BY

აქციაზე დააკავეს 73 წლის ნინა ბაგინსკაია, რომელიც ბელარუსის აქციების ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება. როგორც TUT.BY წერს, თავიდან სამართალდამცავები ცდილობდნენ, მისი დროშა წაერთმიათ, თუმცა შემდგომში თვითონაც ავტობუსში ჩასვეს.

დაკავებების მიუხედავად მარში გაგრძელდა და ქალებმა დამოუკიდებლობის გამზირზე გაიარეს. დაკავებები იქაც გაგრძელდება. ამასთან, აქციის დროს გამოჩნდნენ ნიღბიანი პირები, მუქი მწვანე ტანსაცმლით, რომელთაც არანაირი ამომცნობი ნიშანი არ ჰქონდათ.