უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის ავიაკასტროფის გამო საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამენ.

"ღრმად ვარ დამწუხრებული უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის ტრაგიკული ამბით, რომელსაც ბორტზე მყოფი პირების, მათ შორის საავიაციო სკოლის სტუდენტების სიცოცხლე ემსხვერპლა. გულითადად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ", — წერს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ტვიტერზე.

"ძალიან სამწუხაროა აღმოსავლეთ უკრაინაში ავიაკატროფისას ახალგაზრდა კურსანტებისა და მფრინავებს გარდაცვალების შესახებ გაგება. ჩემი ფიქრები უკრაინელის ხალხისა და დაღუპულთა ოჯახებთან ერთადაა", — წერს პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილი.

25 სექტემბერს უკრაინაში, ხარკოვის ოლქში სამხედრო თვითმფრინავის ავიაკასტროფის დროს 26 ადამიანი დაიღუპა. სულ ბორტზე 27 ადამიანი იყო. თვითმფრინავში სამხედრო მფრინავები და საჰაერო ძალების ინსტიტუტის კურსანტები ისხდნენ.

უბედური შემთხვევა სამხედრო ბაზიდან 2 კილომეტრში მოხდა და დაცემისას თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა.

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ An-26-ის სამხედრო თვითმფრინავი სწავლების დროს ჩამოვარდა. ხარკოვის ოლქის გუბერნატორის თქმით, დაშვების წინ მფრინავმა გადასცა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავის მარცხენა ძრავა აღარ მუშაობდა. მისივე თქმით, დაბალ სიმაღლეზე რამდენიმე მგზავრმა თვითმფრინავის დატოვება შეძლო.