დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ქუთაისში კორონავირუსისგან 28-ე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-ს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დაუდასტურეს.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, გარდაცვლილი 59 წლის ქალია, რომელიც ბათუმიდან გადაიყვანეს. მას რამდენიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი. ბოლო რამდენიმე დღის განმვალობაში კი მართვით სუნთქვაზე იყო შეერთებული.

26 სექტემბერის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 819 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა. 5 584 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 781 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: