შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თელავში ერთ-ერთი სასტუმროს საკარანტინო სივრცეში მყოფი პირის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

უწყებაში აცხადებენ, რომ პანდემიის გამო მოწყობილ საკარანტინო სივრცეში 29 წლის კაცი სასტუმროს პერსონალმა გარდაცვლილი იპოვა. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი 24 სექტემბერს საფრანგეთიდან დაბრუნდა საქართველოში, რის შემდეგაც თელავში სასტუმროს საცხოვრებელ ნომერში იყო გადაყვანილი.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით გრძელდება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.