სახელმწიფო კორონავირუსს ებრძვის, სხვა პაციენტები კი ყურადღების მიღმა დარჩნენ — სურგულაძე
ლელოს ჯანდაცვის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა ბრიფინგი გამართეს. პარტიის ერთ ერთი ლიდერი, ვატო სურგულაძე, საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ პრობლემებს შეეხო და დეტალურად ისაუბრა ჯანდაცვის პოლიტიკაზე.
ვატო სურგულაძის თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის ჯგუფი გადაერთო კორონავირუსთან ბრძოლაზე და დაავიწყდათ სხვა დაავადებების მქონე პაციენტები, რომლებსაც მედიკამენტები სჭირდებათ და დღითიდღე უძვირდებათ.
სურგულაძემ მედიკამენტების უკიდურესად გაზრდილი და უკონტროლო ღირებულებისა და არსებული პოლიტიკის გამო სახელმწიფო გააკრიტიკა.
"საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მედიკამენტების ღირებულება გაზრდილია 25%-ით. თუ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტს 100-150 ლარის ფარგლებში შეეძლო, ეყიდა ერთი თვის სამყოფი აუცილებელი წამალი, დღევანდელი ფასებით მას ეს მედიკამენტი ერთი კვირაც არ ჰყოფნის.
ათიათასობით ჩვენი მოქალაქე იძულებულია ოჯახის მინიმალური შემოსავალი სიცოცხლისათვის აუცილებელ მედიკამენტზე დახარჯოს, ან თავი გაანებოს მისთვის აუცილებელი მედიკამენტის მიღებას. საუბარია მედიკამენტებზე, რომლის არასისტემატურმა ან შემცირებული დოზებით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესი დამძიმება ან უეცარი სიკვდილი. უნდა ითქვას, რომ ამჟამად ქვეყანაში ფუნქციონირებს ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამა. მისი ამოცანაა, უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი, შშმ პირები და პენსიონერები. გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა (ინსულინი და პარკინსონის მედიკამენტები) უმრავლეს შემთხვევაში, სხვადასხვა მიზეზების გამო, ბენეფიციარი ვერ იღებს მისთვის განკუთვნილ მედიკამენტს", — განაცხადა ვატო სურგულაძემ.
მისივე განმარტებით, ლარის გაუფასურებამ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის შენარჩუნებისათვის იძულებული არიან ყოველდღიურად მიიღონ რამდენიმე დასახელების მედიკამენტი.
ლელოს გუნდს მარშალის გეგმაში დეტალურად აქვს გაწერილი როგორ უზრუნველყოს ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები უფასო მედიკამენტებით, დანარჩენი მოსახლეობა კი— ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მედიკამენტებით:
1. მინიმუმ 30%-ით გავაიაფებთ მედიკამენტებს.
— გავხსნით ბაზარს ხარისხიანი მედიკამენტებისათვის;
— დავიცავთ ბაზარს კარტელური გარიგებებისაგან და მონოპოლიებისაგან;
— გავამკაცრებთ ხარისხის კონტროლს.
2. ავამუშავებთ სარეცეპტო სისტემას. იმას, რაც უნიათობის ან კორუფციის გამო ვერ ან არ შეძლო ოცნების მთავრობამ.
3. ქრონიკული დაავადების დროს, პაციენტისათვის უფასო იქნება ექიმის მიერ გამოწერილი მედიკამენტი.
თუმცა, დრო არ ითმენს, ამიტომ, მთელი კატეგორიულობით მივმართავთ მთავრობას, სასწრაფოდ გაატაროს განსაკუთრებული ზომები:
- პირველ რიგში, უნდა გამკაცრდეს კონტროლი ე.წ. უფასო მედიკამენტების პროგრამაზე;
- უმოკლეს დროში პასუხი გაეცეს კითხვას — რატომ ვერ მიდის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტი ბენეფიციარამდე. კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე — პროგრამის გაუმართაობასთან თუ რაიმე კორუფციულ მაქინაციებთან;
- უზრუნველყოფილ იქნას უმუშევრად დარჩენილი ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეების ჩართვა უფასო მედიკამენტების პროგრამაში.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები