სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

"გახარიას გამოსვლის შეფასება ჩემთვის ძალიან მარტივია. ჩვენი საერთო კონსესუსი და შეთანხმება უნდა იყოს ხელისუფლების ცვლილება. არაფერი ახალი არ შეუძლია შექმნას არც გახარიას და არც დამსხვრეული იცნებების პარტიას. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გზა აღმშენებლობისკენ არის სიახლე, ცვლილებები, ახალი პროექტები და რეფორმები, გაადამიანურებული პოლიტიკა და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელიც უამრავ ტკივილს, რაც ხალხს აწუხებს ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებს. დანარჩენი ყველაფერი ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებია, რომლის დროც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში", — აცხადებს გიორგი ვაშაძე.