ევროპულმა საქართველომ ჭიათურიის მერიიის წინ აქციით კორუცფია და ამომრჩევლებზე ზეწოლა გააპროტესტა.

პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში, სერგო რატიანმა განაცხადა, რომ დღეს ჭიათურის მერიაში არის მრავალი კორუფციული სქემა. რატიანმა აღნიშნა, რომ ამასთან ერთად ხდება მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინება.

"დღეს ჭიათურის მერიაში არის კორუფცია და ეს ქალაქი უნდა განთავისუფლდეს ამ ადამიანებისაგან. დღეს ვერ მოიგებ ტენდერს, თუ არ ხარ ან კლანის წევრი, ან პარტიის შემომწირველი. 40 მილიონია დახარჯული და საბაგირო ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული. მაშინ როდესაც არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლება იპარავს საერთაშორისო დონორებისაგან მიღებულ თანხას, გადასახადების გადამხდელების თანხას.

ევროპული საქართველო მოითხოვს, რომ გადადგეს ჭიათურის მერი, რათა დამთავრდეს ამ ქალაქში კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანური მმართველობა და ხალხის ფულის მოპარვა. ხორციელდება საჩხერესა და ჭიათურაში ადამიანებზე ზეწოლა, ხდება მათი დაშინება, რომ არ დაუჭირონ მხარი ამ ადამიანებმა ოპოზიციურ ძალებს. ამ მძიმე კორუფციას, ნეპოტიზმს და სოციალურ გაჭირვებას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც აუცილებლად მოვა 31 ოქტომბერს", — განაცხადა სერგო რატიანმა.