გურიაში შვილძე ძალადობის ბრალდებით 49 წლის მამა დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში მამამ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა მეორე 21 წლის შვილზე.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს ოჯახში ძალადობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსული ქალის მიმართ და არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.