დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 19 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მათგან 17 კი მართვით სუნთქვაზეა.

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

სულ ქვეყანაში კორონავირუსის 4 960 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 1 819 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა. 5 584 ადამიანი იმყოფება კარანტინში, ხოლო 836 — სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, 781 პირი კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.

ახალი შემთხვევებიდან 166 აჭარაში გამოვლინდა. 55 შემთხვევა დადასტურდა იმერეთში, თბილისში — 41, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 18, გურიაში — 9, ქვემო ქართლში — 3, სმაცხე-ჯავახეთსა და კახეთში — ერთ-ერთი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: