უკვე 26 წელი გავიდა, რაც სამყარომ პირველად იხილა ძალიან სასაცილო და ამავდროულად ემოციური საახალწლო ფილმი - მარტო სახლში. მაკკალისტერების დიდი ოჯახი საშობაოდ საზღვარგარეთ მიემგზავრება. გამგზავრების წინ არეულობაში მშობლებს ოჯახის ყველაზე პატარა წევრი კევინი ავიწყდებათ. შინ მარტო დარჩენილ ბიჭუნას კი ორ ზრდასრულ მძარცველთან გამკლავება უწევს.

26 წლის წინ გადაღებული საახალწლო კომედია ყოველ ყურებაზე თავიდან გაგაღიმებთ, ბავშვობის მოგონებებს გაგახსენებთ და ახალ წელთან დაკავშირებულ სასიამოვნო შეგრძნებებს გაგიცოცხლებთ.

მოდით, ვნახოთ, როგორ გამოიყურებიან საკულტო ფილმის მსახიობები დღეს.

მაკოლეი კალკინი

ჯო პეში

დენიელ სტერნი

ჯონ ჰერდი

კეტრინ ოჰარა

დეივიდ რეთრეი

დიახ, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ორ ათწლეულზე მეტი ხნის წინ დაიწყეს ჩვენთვის საახალწლო განწყობის შექმნა და დღემდე აგრძელებენ.