პარტია სამართლიანობის ლიდერის, ეკა ბესელიას განცხადებით, უკვირს, რატომ გაერთნენ ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის თავდასხმებითა და ლანძღვით. მისი აზრით, პარტიებს "ცოტა მეტი მოსდით".

"პარტია რომ ხარ და კამპანიას რომ ატარებ, ამის დრო რატომ უნდა გქონდეს. მე არც მცალია წავიკითხო ერთმანეთზე კომენტარებს რომ აკეთებენ", — განაცხადა ბესელიამ პალიტრანიუსის ეთერში.

მისი თქმით, ყველა იმ პარტიამ, რომელსაც აქვს პრეტენზია იყოს კოალიციაში, უნდა აჩვენოს, რომ ხალხს სჭირდება ახალი არჩევანი და ეს არჩევანი ვერ იქნება ერთი პარტია.

იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებიც ბოლო თვეები, განსხვავებულობების მიუხედავად, ერთად იბრძოდნენ საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის, რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. თავდაპირველად, დავის მიზეზი პრემიერმინისტრობის კანდიდატი გახდა ენმ-სა და სტრატეგია აღაშენებელს შორის, რის გამოც ვაშაძემ ძალა ერთობაშია დატოვა, ენმ-მ კი მას მაჟორიტარულ ოლქში კონკურენტი დაუყენა. ამის შემდეგ დავა დაიწყო ენმ-სა და ევროპულ საქართველოს შორის, ამჯერადაც პრემიერობის კანდიდატსა და კოალიციურ მთავრობაზე. ბოლოს კი ერთმანეთს გირჩი და ენმ დაუპირისპირდნენ.

გაიგეთ მეტი: