ჩუმი კაცის როლის თამაში აღარ მინდა — კიტ ჰარინგტონი
კიტ ჰარინგტონის განცხადებით, მას ჯონ სნოუს მსგავსი როლების შესრულება აღარ სურს.
ინგლისელი მსახიობი გახმაურებულ სერიალში Game of Thrones ამ ერთ-ერთ მთავარ როლს რვა სეზონის განმავლობაში ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გმირი — ჯონ სნოუ ვესტეროსის მრავალფეროვან სახეებს შორის მილიონობით მაყურებლის ფავორიტი პერსონაჟი იყო, როგორც ჩანს, თავად სტარკების ოჯახის ამ წევრით დიდად კმაყოფილი სულაც არ ყოფილა.
"ვგრძნობ, რომ კაცებს ემოციების გამოხატვასთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ, ერთგვარი ბლოკადა, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან მოდის და ბაბუიდან მამას, მამიდან კი ვაჟს გადაეცა", — მასკულინობასთან დაკავშირებულ წნეხზე ისაუბრა მსახიობმა The Telegraph-თან ინტერვიუში.
ჰარინგტონმა თავისი პერსონაჟის მაგალითზე მასკულინობასთან ერთად ზოგადად კინოსა თუ ტელევიზიაში კაცების რეპრეზენტაციაზე ისაუბრა:
"ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას ვგრძნობთ, რადგან ეს სისუსტედ ითვლება, იმად, რაც მასკულინობის ნაწილი არ არის. აღარ მინდა იმ კაცის განსახიერება, რომელიც ჩუმი გმირია. ეს არ არის მასკულინობის ის სახე, რომლის კიდევ ნახვაც სამყაროს სჭირდება".
ჯერ კიდევ 2018 წელს კიტ ჰარინგტონმა გამორიცხა იმის ალბათობა, რომ Game of Thrones-ის სპინოფ სერიალში ოდესმე კვლავ ითამაშოს ჯონ სნოუს როლი:
"ვისურვებდი თუ არა კვლავ ამ როლის შესრულებას? არასდროს. თუ საპილოტე სერიიდან ავითვლი, ამ როლს ჩემი ცხოვრების ათი წელი შევწირე. ეს ნამდვილად უჩვეულო გამოცდილებაა მსახიობის კარიერაში. ამავდროულად კი ძალიან დიდი ემოციური დანაკარგი იყო ამ ოჯახთან დამშვიდობება".
HBO-ს ამ საკულტო შოუმ აქცია ეს ახალგაზრდა მსახიობი ჰოლივუდის ნამდვილ ვარსკვლავად, თუმცა ჯერჯერობით ამ შოუს გარდა სხვა ბევრ ცნობილ პროექტში მონაწილეობა არ მიუღია: 2018 წელს გამოჩნდა ქსავიე დოლანის კინოსურათში The Death & Life of John F. Donovan, 2021 წელს კი დაგეგმილია მარველის ახალი დამაინტრიგებელი პროექტის — The Eternals პრემიერა, რომელშიც სწორედ ჰარინგტონს ახალ ამპლუაში ვიხილავთ.
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
კომენტარები