პარიზში, ფრანგული სატირული გაზეთის, შარლი ებდოს ყოფილ ოფისთან თავდასხმა მოხდა. სულ მცირე, 2 ადამიანია დაჭრილი, ერთის მდგომარეობა კი მძიმეა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

თავდასხმა დღეს, 25 სექტემბერს მოხდა. გამოცემის ცნობით, ორივე თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ცივი იარაღი, მაჩეტე ამოიღო. ანტიტერორისტული პოლიციის განცხადებით, საქმეს ისინი გამოიძიებენ.

2015 წლის 7 იანვარს ფრანგული სატირული გაზეთის, შარლი ებდოს ოფისზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ტერორისტული აქტის მიზეზად დასახელდა მუჰამედის კარიკატურა, რომელიც გაზეთმა დაბეჭდა.