ცნობილი თოქშოუს წამყვანმა ელენ დეჯენერესმა თავისი პირადი კოლექციიდან $10 მილიონის ღირებულების ხელოვნების ნიმუშები აუქციონზე გაუშვა.

რამდენიმე ასეთ ნიმუშს კარანტინის დროს გამართულ ლაივ-შოუებში მოვკარით თვალი. მათ შორისაა ცხვრების ძვირადღირებული ქანდაკებები.

Bloomberg-ის ცნობით, ფრანგი დიზაინერის ფრანსუა-ქსავიე ლალანის ნაკეთობებიდან "თითოეული $500 000-იდან $1 მილიონამდე ღირს", ზოგი მათგანი კი უკვე შეიძინეს.

დეჯენერესი სოთბის გალერეის მეშვეობით ასევე ჟან-მიშელ ბასკიას ქაღალდზე შესრულებულ ნამუშევარსა და ალექსანდერ კალდერის შექმნილ მოძრავ სკულპტურას ყიდის. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, ის ვან დე ვეგის ნატიფი ხელოვნების გალერეის მეშვეობით ბასკიას ნახატსაც ყიდის.

დეჯენერესის ამ მინი-აუქციონებს წინ უსწრებდა მისი შოუს საშინელი ზაფხული, რომლის განმავლობაშის ცნობილი წამყვანის თოქშოუ ტოქსიკური სამუშაო გარემოს არსებობაში დაადანაშაულეს. რამდენიმე დღის წინ ელენის შოუს მე-18 სეზონის გახსნით მონოლოგში დეჯენერესმა ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო.

ამავე თემაზე: