ომბუდსმენმა ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის შესახებ რეკომენდაციები წარადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ შემუშავებული რეკომენდაციები წარადგინეს. რეკომენდაციები ეხება, როგორც განათლების საკითხებს, ასევე, სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელობას, მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ანტიდასავლური პროპაგანდის აღმოფხვრის ხელშეწყობას და სხვა.
რეკომენდაციების თანახმად, სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის უნდა გაიზარდოს. მაგალითად, უნდა დაინერგოს სკოლამდელი განათლების ცენტრებში მულტილინგვური სწავლება და მოხდეს მულტილინგვური პედაგოგების მოზიდვა-მომზადება.
სასკოლო განათლების შემთხვევაში კი, კვალიფიციურად უნდა ითარგმნოს სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებიც უნდა შედგეს რეგიონისა და ეთნიკური ჯგუფების სპეციფიკის გათვალისწინებით. ამასთან, ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება თანაზომიერად უნდა აისახოს ამ სახელმძღვანელოებში. რეკომენდაციების თანახმად, სკოლებში, სადაც ეს მოთხოვნა არსებობს, ხელი უნდა შეუწყონ მულტილინგვურ სწავლებას.
რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, რეკომენდაციების მიხედვით, უნდა გაიზარდოს დაფინანსების სისტემა, უნდა მოხდეს სტუდენტების საერთო საცხოვრებლითა თუ სტიპენდიით უზრუნველყოფა. ამასთან, ბოშების მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით აუცილებელია, მათთვის პროფესიული სწავლების და სტიპენდიის შეთავაზება.
ამასთან, ახალი რეკომენდაციები მოიცავდა სახელმწიფო და სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებს. დოკუმენტის თანახმად, ამ თემების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება აუცილებელია. ვკითხულობთ, რომ მნიშვნელოვანია, უმრავლესობისა და უმცირესობების წარმომადგენლებმა მკაფიოდ დაინახონ ინტეგრაციის დადებითი მხარეები და გააცნობიერონ აღნიშნულის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა.
"საამისოდ საჭიროა უმრავლესობისა და უმცირესობების წარმომადგენლებს მიეწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ. აღნიშნული უნდა განხორციელდეს, როგორც ცენტრში, ასევე რეგიონებში. მასში ჩართული უნდა იყოს ყველა რელევანტური სფერო და მიმართულება — განათლება, კულტურა, მედია, რეგიონები, ახალგაზრდობა და სხვა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე, დოკუმენტის მიხედვით, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა ეროვნული უმცირესობები არ უნდა იყვნენ მხოლოდ პასიური აქტორები და ხელი უნდა შეეწყოს ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის გაზრდას ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში.
დოკუმენტში საუბარი იყო მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზეც. მათი თქმით, აუცილებელია, ჩამოყალიბდეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ეროვნული უმცირესობების ინფორმირების გამართული სისტემა (ტელე, რადიო, ვები) და ხელი შეეწყოს მისი ხელმისაწვდომობის ზრდას.
რეკომენდაციები, ასევე, შეეხო გენდერული თანასწორობის, კულტურული თვითმყოფადობის დაცვისა და ანტიდასავლური პროპაგანდის აღმოფხვრის თემებს. სახალხო დამცველის თქმით, საბჭოს მიერ დღეს წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილი წლებია გადაუჭრელია.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები