ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ჯილიენ სტირკის განცხადებით, მათთვის მთავარი არა საპარლამენტო არჩევნების შედეგი, არამედ მანამდე არსებული პროცესებია. ამის შესახებ ODIHR-ის ხელმძღვანელმა, დღეს 25 სექტემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სადამკვირვებლო მისიის გახსნის პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, 31 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებზე 28 გრძელვადიანი და 350-იანი მოკლევადიანი დამკვირვებელი ეყოლებათ. არჩევნებს კი კენჭისყრის დღემდე და კენჭისყრის დღის შემდეგაც დააკვირდებიან.

"დავაკვირდებით ადმინისტრაციულ მომზადებას, ამომრჩევლებისა და კანდიდატების საქმიანობას, მედია გარემოსა და გაშუქებას, სამართლებრივი ჩარჩოსა და გადაჭრასაც", — განაცხადა ჯილიენ სტირკმა.

მისიის ხელმძღვანელმა, ასევე, აღნიშნა, რომ პოლიტიკურ პარტიების გარდა, არასამთავრობო და მედია წარმომადგენლებთან სხვადასხვა შეხვედრას გამართავენ. მისი თქმით, შეხვედრები რეგიონალურ და ეროვნულ დონეზეც გაიმართება.

ODIHR შუალედურ ანგარიშს არჩევნებიდან 2 კვირით ადრე გამოაქვეყნებს. შეფასებების დროს ისინი მიუკერძოებლობისა და თანმიმდევრობის უზრუნველყოფის პირობას დებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო NDI-სა და IRI-ს დამკვირვებლების ფიზიკური ჩართულობა შეიზღუდება და ისინი 31 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებს დისტანციურად დააკვირდებიან.