ვითიბი ბანკსა და საქართველოში იტალიის საელჩოს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ვითიბი ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს საელჩოს მიერ, 2020-2021 წლებში, საქართველოში, ორგანიზებულ კულტურულ ღონისძიებებს.

აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს იტალიური კულტურის გაცნობას საქართველოს მოსახლეობისთვის და მის კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციას.

"ვითიბი ბანკი, 2011 წლიდან არის იტალიის საელჩოს მხარდამჭერი. ამ თანამშრომლობის შედეგად არაერთი მნიშვნელოვანი და საინეტერესო ღონისძიება ჩატარდა: გამოფენები მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა, ტიციანი, ფერთა ოსტატი. მადონა ყრმით, რენესანსის დიდოსტატები. გრაფიკული ნამუშევრები, Evidence. A New State of Art, ექსპოზიცია "მარადიულო რომი", გამოფენა მიძღვნილი იატლიური მოდის 60 წლის იუბილესადმი და სხვა.

იმედს ვიტოვებთ, ამ რთული პერიოდის მიუხედავად, შესაძლებელი გახდება ყველა დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება და ჩვენ მოსახლეობას კიდევ არა ერთხელ მიეცემა შესაძლებლობა გაეცნოს იტალიური ხელოვნების უნიკალურ მრავალფეროვნებას", — განაცხადა ვითიბი ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა მაჭავარიანმა.