"არჩევნებით გაა*მევინეთ ნაგვებს" — აშშ-ში ტანსაცმლის ბრენდმა წინასაარჩევნოდ იარლიყები შეცვალა
ამერიკული ტანსაცმლის ბრენდის, Patagonia-ს, დამფუძნებელ ივონ შუინარს პოლიტიკურობის არ ეშინია.
საგარეო ტანსაცმლისა და აღჭურვილობის კომპანია ეკოლოგიური აქტივიზმის ხანგრძლივი ისტორია აქვს, მაგრამ რაც უფრო ღრმად ეფლობა მსოფლიო კლიმატის კრიზისში, მით უფრო მნიშვნელოვანი ჰგონია შუინარს ის, რომ კლიმატის ცვლილებების უარმყოფელები ძალაუფლების სათავეებიდან უნდა მოშორდნენ.
საარჩევნო რესურსებით უზრუნველყოფასა და კლიმატის ლიდერებისთვის ხმის მიცემის მხარდაჭერასთან ერთად შუინარმა Patagonia-ს პოლიტიკური შეხედულებები კიდევ უფრო აშკარა გახადა სლოგანით "არჩევნებით გაა*მევინეთ ნაგვებს" — "Vote The Assholes Out".
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში Patagonia-ს ტანსაცმლის იარლიყი გავრცელდა, რომელზეც ეს სლოგანია გამოსახული. თავიდან ზოგი ამ ამბავს სკეპტიკურად უყურებდა და ფიქრობდა, რომ იარლიყები ყალბი იყო, მაგრამ ბრენდის წარმომადგენელმა კორლი კენამ დაადასტურა, რომ ისინი ნამდვილია.
"ისინი ჩვენი 2020 წლის კოლექციის კაცისა და ქალის ორგანულ შორტებს დაემატა, რადგან კლიმატის ცვლილების უარმყოფელებს თითქმის იმდენი ხანია ვებრძვით, რამდენი ხანიც ეს შორტები არსებობს", — დაწერა კენამ.
მართალია, შორტების იარლიყები ახალია, მაგრამ კენამ თქვა, რომ სლოგანი უკვე დიდი ხანია, არსებობს.
"ივონ შუინარი ფრაზას 'არჩევნებით გაა*მევინეთ ნაგვებს' უკვე რამდენიმე წელია, იყენებს, და ის ნებისმიერი პარტიის იმ პოლიტიკოსებს მიემართება, რომლებიც უარყოფენ ან გულგრილად უყურებენ კლიმატურ კრიზისს და უგულებელყოფენ მეცნიერებას. თანაც არა იმიტომ, რომ მის შესახებ არ იციან, არამედ იმიტომ, რომ მათი ჯიბეები ნავთობითა და ბუნებრივი აირით მიღებული ფულით ივსება", — განაცხადა კენამ.
როგორც აღმოჩნდა, სლოგანი ადრე მაისურზეც იყო და ეს სენტიმენტი აშკარად უფრო ძლიერდება Patagonia-ს ვებსაიტზე. 2020 წლის აპრილში შუინარმა ეს სიტყვები იმ წერილის ბოლოშიც დაწერა, რომელიც "1% პლანეტისთვის" ჯგუფის საზოგადოებას მიემართებოდა (შუინარმა და Blue Ribbon Files-ის დამფუძნებელმა კრეგ მეთიუსმა ჯგუფი "1% პლანეტისთვის" 2002 წელს შექმნეს. ორგანიზაციის წევრები თავიანთი ყოველწლიური გაყიდვების მინიმუმ 1%-ს წირავენ გარემოზე ზრუნვას):
"გახსოვდეთ, რომ არჩევნებით უნდა გაა*მევინოთ ნაგვებს — ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელსაც არ სწამს, რომ კლიმატის ცვლილებას რამე უნდა მოვუხერხოთ. ხმა მიეცით პლანეტისთვის და იმათ წინააღმდეგ, ვინც არაფერს მოიმოქმედებს. ძალაუფლება ჩვენს ხელთაა და დროა, გამოვიყენოთ", — დაწერა შუინარმა.
მას შემდეგ, რაც Patagonia-ს იარლიყის ფოტო ვირუსულად გავრცელდა, ხალხი კომპანიას მისი პირდაპირი მესიჯის გამო ძალიან აქებს:
"როგორც ჩანს, ერთი ახალი მატყლის პულოვერი მჭირდება. ან ათი"
"აბა, სად შემიძლია, რომ Patagonia-ს ჩემი ფული მივცე?"
აქვე აღსანიშნავია, რომ ეს იარლიყი ერთადერთი საჯარო აქტივობა არ არის, რომელიც ბოლო წლებში Patagonia-ს განუხორციელებია. 2016 წელს კომპანიამ შავი პარასკევის გაყიდვებიდან მიღებული თითოეული ცენტი გარემოს დაცვის არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაურიცხა. 2017-ში კი ბრენდმა დაგმო დონალდ ტრამპის გეგმები, მნიშვნელოვნად შეემცირებინა აშშ-ის ორი ეროვნული ძეგლი: Bears Ears და Grand Staircase-Escalante.
2018 წელს Patagonia-მ გაუშვა ციფრული პლატფორმა Patagonia Action Works, რათა მომხმარებლებისთვის მიეცა საშუალება, გარემოს დაცვის აქტივიზმში თვითონ ჩართულიყვნენ. 2020 წლის ივნისში Patagonia ერთ-ერთი ბრენდი იყო, რომელმაც Facebook-იდან და Instagram-იდან საკუთარი რეკლამები აიღო, რათა გაეპროტესტებინა ის, თუ როგორ ვერ ახერხებს Facebook პლატფორმაზე ზიზღისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ხელის შეშლას.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
კომენტარები