დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, გია კიკაბიძემ On.ge-ს უთხრა, რომ ფუტკარაძე კვირაზე მეტია, რაც ბინაზე მკურნალობს, რადგან მისი დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

"იტარებს ანალიზებს, იწვა კლინიკაში, ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია ორჯერ, ფილტვის ანთება არა აქვს, მსუბუქი, უსიმპტომო ფორმა და ამიტომ აგრძელებს მკურნალობას სახლში და დისტანციური მართვის რეჟიმზეა გადართული", — განაცხადა კიკაბიძემ.

მისივე თქმით, რესპუბლიკურში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და თანამშრომლები ყოველ ოთხ დღეში PCR ტესტირებას იტარებენ.

25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული — 265 შემთხვევა დადასტურდა, მათგან, ყველაზე მაღალი რაოდენობა აჭარაშია — 165, იმერეთში 27-ია, კახეთში 6, თბილისში 43, სამეგრელო-ზემო სვანეთი 6, სამცხე-ჯავახეთში 5 შემხთვევაა, ქვემო ქართლში 3 ახალი ინფიცირებულია, ხოლო შიდა ქართლში ინფიცირებულთა რიცხვი 2-ია.

ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4664 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 759 უკვე გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა. კარანტინში არის 5 584 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836, კოვიდ სასტუმროში კი იმყოფება 781 პაციენტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: