ბაჩალიაშვილის მანქანის ე.წ. სატელიტური ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავეს
თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე დავით ფურცხვანიძე დააკავეს. ინფორმაცია ამის შესახებ ფურცხვანიძის ცოლმა On.ge-ს დაუდასტურა. მისი თქმით, ფურცხვანიძე დღეს დილით დააკავეს, თუმცა რის საფუძველზე არ იცის.
ინფორმაციის გადამოწმებას On.ge პროკურატურაში ცდილობს, თუმცა ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.
დავით ფურცხვანიძეს უკავრშირდება სატელიტის ფოტოების გავრცელება, რომლითაც თითქოსდა მტკიცდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოჩენის ადგილზე წინა დღეებში არ იყო. თუმცა აღინუშნული ექსპერტიზის შემდეგ, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.
8 სექტემბერს მიხეილ რამიშვილმა გაავრცელა სატელიტის ფოტო და განაცხადა, რომ ის ადასტურებდა, რომ გარდაცვლილის მანქანა 19-20 ივლისს ტყეში არ იდგა. მომდევნო დღეებში პროგრამისტმა, უჩა აბაშიძემ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ფოტო ყალბია და შესაძლოა, გამყალბებლის მიზანი ადვოკატის დისკრედიტაცია ან საქმის მსვლელობისთვის ხელის შეშლა იყო.
ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მიხეილ რამიშვილი ამბობდა, რომ არ დაასახელებდა ფოტოს წყაროს, სანამ პროკურატურის დასკვნა არ გახდებოდა ცნობილი. 18 სექტემბერს პროკურატურაში განაცხადეს, რომ ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაზეც გამოძიება დაიწყეს.
ამის შემდეგ რამიშვილმა დაასახელა წყარო, რომელიც დავით ფურცხვანიძე აღმოჩნდა. თვითონ ფურცხვანიძე ამტკიცებს, რომ ფოტო ავთენტურია და ის ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, რომლის ვინაობასაც ტელევიზიით ვერ დაასახელებს. გამოკითხვაზე შესვლის წინ ის ჟურნალისტებთან ამბობდა, რომ პროკურორი ყველა კითხვას უპასუხებდა, მათ შორის წყაროსთან დაკავშირებით.
ვინ არის დავით ფურცხვანიძე
მითების დეტექტორის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გამოსცა წიგნი "ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი". მათივე ცნობით, დავით ფურცხვანიძე არის ანალიტიკური სააგენტო უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი და მის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია სპუტნიკ ტვ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.
მითების დეტექტორი წერს, რომ ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის და გორჩაკოვის ფონდის გამართულ მრგვალ მაგიდაში. 2018 წელს კი ის პრორუსულ გამოცემა საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ სკრიპალები ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს, ამასთანავე აცხადებდა, რომ დასავლეთი საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად.
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები