შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტან გომელაურის თქმით, "გვინდა, რომ ჩვენი მტრებისთვის, სახელმწიფოდან ინფორმაციის წაღება მარტივი არ იყოს". კიბერუსაფრთხოების მიმართულებით უფრო ძლიერები უნდა ვიყოთ, ვიდრე აქამდე ვიყავით. ამის შესახებ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნის შემდეგ მინისტრმა განაცხადა.

"კიბერუსაფრთხოების მიმართულება ერთ-ერთი მოწყვლადია მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანაც არ არის გამონაკლისი. უკვე ორი-სამი წელია, რამდენიმე წელია რაც აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად: შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან, ბრიტანეთთან ერთად. ეს ურთულესი მიმართულებაა. ჩვენ გვახსოვს რამდენიმე დიდი შეტევა, 2019 წელს შემოდგომაზე, ახლაც მოხდა კიბერშეტევა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულების გაძლიერება, გუშინ უფრო სუსტი იყო, დღეს უფრო ძლიერები ვართ, მაგრამ ხვალ უფრო ძლიერები გვინდა ვიყოთ, რომ აღარ იყოს ისე ადვილი ჩვენი მტრებისთვის, თუ სხვა ჯაშუშებისთვის შემოღწევა და ინფორმაციის წაღება ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან", — განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, კიბერუსაფრთხოების მიმართულება ერთ-ერთ მოწყვლადი სფეროა მსოფლიოში და ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც საქართველოა.