დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დღეს, 25 სექტემბერს Covid-19-სგან გარდაცვლილი პაციენტი, 54 წლის კაცია. ის ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

"20 სექტემბერს 15:45 საათზე შეიყვანეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით — სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება, ფილტვის 80%-ის დაზიანება. პოსტრეანიმაციული ღონისძიებების შემდეგ პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში", — აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

მათი ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე რთულად შეფასდა. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: მკერდის უკანა ჯირკვლის კიბო, სუნთქვისა უკმარისობა და გულის უკმარისობა. მათივე განცხადებით, კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დღეს კორონავირუსის რეკორდული — 265 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 54 პაციენტი.

25 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 759 უკვე გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 5 584 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836, კოვიდ სასტუმროში კი იმყოფება 781 პაციენტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: