დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული — 265 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 59 პაციენტი. ინფორმაცია StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის თქმით, დღეს დაფიქსირებული 265 ეშემთხვევიდან ყველაზე მაღალი რაოდენობა აჭარაშია — 165, იმერეთში 27-ია, კახეთში 6, თბილისში 43, სამეგრელო-ზემო სვანეთი 6, სამცხე-ჯავახეთში 5 შემთვევაა, ქვემო ქართლში 3 ახალი ინფიცირებულია, ხოლო შიდა ქართლში ინფიცირებულთა რიცხვი 2-ია.

მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, აქტიური ქესია 3 000, რომელთაგან 17 კრიტიკულად მძიმეა, დანარჩენი — მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქია.

25 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4664 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 759 უკვე გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 5 584 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836, კოვიდ სასტუმროში კი იმყოფება 781 პაციენტი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: