დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ოზურგეთში, დაბა ლაითურში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატების გამო გადაადგილება შეიზღუდა. ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ცხელი ხაზი ამოქმედდა. On.ge დეტალების გარკვევისთანავე მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას.

24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 259 შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 705 უკვე გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.