სუს-ის განცხადებით, IPRM-ის შეხვედრაზე მეარაყიშვილზე დევნის შეწყვეტა კიდევ ერთხელ მოითხოვეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დღეს, 24 სექტემბერს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრაზე ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დევნის საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს.
"ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ სამოქალაქო აქტივისტი იდევნება უკვე რამდენიმე წლის განმავლობაში და მოვითხოვეთ, რომ მისი დევნა შეწყდეს", — განაცხადა ანთაძემ IPRM-ის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მისივე თქმით, მეარაყიშვილის საკითხი IPRM-ის შეხვედრის გარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აქტიურად ისმება.
სამ წელზე მეტია, ახალგორელი აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების მსხვერპლია. მის წინააღმდეგ მეოთხე წელია გამოძიება აბსურდული ბრალდებით მიმდინარეობს. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამო, მეარაყიშვილს წლებია გადაადგილების თავისუფლება შეზღუდული აქვს. ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ, მის მონახულებას ოჯახის წევრებიც ვეღარ ახერხებენ.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, თამარ მეარაყიშვილს სოციალურ ქსელში რაიონის პროკურორი ემუქრება. მეარაყიშვილის თქმით, მისთვის სადამსჯელო მექანიზმად ელექტრო ენერგიის შეწყვეტა გამოიყენეს. თამარ მეარაყიშვილს ელექტროენერგიის გათიშვის შესახებ ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიაში აცნობეს, რომ დავალიანება არ აქვს, თუმცა ელექტროენერგია ე.წ. პროკურატურის დავალებით შეუწყვიტეს.
თამარ მეარაყიშვილი ამ ინციდენტს სამი წლის წინანდელ საქმეს უკავშირებს, სადაც მრიცხველის გაუმართაობის გამო დარიცხული არარეალური დავალიანება ელექტრენერგიის მიმწოდებელი კომპანიის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ჩამოაწერეს. სწორედ ამ თემას იყენებს პროკურორი მუქარისთვის. იგი თამარ მეარაყიშილს ქართული მედიისთვის ე.წ. საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ადანაშაულებს და, აგრეთვე, ქართულ უშიშროებასთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს. სწორედ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევას უკავშირებს დე ფაქტო პროკურორი თამარისთვის ელექტრო ენერგიის დავალიანების მისი შეფასებით, "უკანონო" ჩამოწერას. სამოქალაქო აქტივისტი არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრობს საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რეაგირებას ელოდება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, რომ ხელისუფლების ძალისხმევა, დახმარება აღმოუჩინოს თამარ მეარაყიშვილს, არასათანადო და არასაკმარისია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, თამარ მეარაყიშვილის საკითხი 2018 წლის შემდეგ არ დამდგარა მხარეთა დღის წესრიგში როგორც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები