საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი, ხათუნა ლაგაზიძე აცხადებს, რომ არჩევის შემთხვევაში უარს იტყვის ხელფასის დანამატზე, რომელიც ახლახანს განისაზღვრა და მას ჟურნალისტების საბჭოს გადაურიცხავს. მისივე თქმით, არჩევის შემთხვევაში შექმნის ჟურნალისტების საბჭოს, რომელიც იზრუნებს თანამშრომლებზე.

"მადლობა, რომ გაიზარდა გენერალური დირექტორის ხელფასი, მაგრამ არჩევის შემთხვევაში, ხელფასის იმ გაზრდის ნაწილზე. ხელფასის ის ნაწილი, 5 ათასი ლარი სუფთად გადაირიცხება ჟურნალისტურ ფონდში, რომლის განკარგვის საშუალება ექნებათ სწორედ ჟურნალისტებს. ეს გადანაწილედება პრემიების, თუ სოციალური დახმარების სახით", — განაცხადა მან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი არა ხუთი, არამედ 6 ათასი ლარით, 4 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე გაიზრდება. გადაწყვეტილება თანამდებობრივი სარგოს გაზრდაზე სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა. გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით.

ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. თუმცა, ვახტანგოვმა კანდიდატურა მოხსნა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

გაიგეთ მეტი სხვა კანდიდატებზე: