შვედ ფეხბურთელს, ზლატან იბრაჰიმოვიჩს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათი თქმით, იბრაჰიმოვიჩმა ტესტი მეორედ მას შემდეგ გაიკეთა, რაც თანაგუნდელს, ლეო დუარტეს დაუდასტურდა ვირუსი.

მილანის დანარჩენი ყველა ფეხბურთელის პასუხი ტესტზე უარყოფითი იყო.