ძმის მკვლელობის მცდელობაში გამართლებულ პირს სააპელაციო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის 5 სექტემბერს პირმა ძმას სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი კაცი გადარჩა.

უწყების ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული გაამართლა, რაც ბრალდების მხარემ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 14 აპრილის გამამართლებელი განაჩენი და ძმის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პირი დამნაშავედ ცნო.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.