სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძის განცხადებით, ქართულ ეკონომიკას ორი დიდი პრობლემა გააჩნია — ლარის კურსი, რომელიც ყოველდღიურად უფასურდება და მაღალპროცენტიანი სესხები.

"სტრატეგია აღმაშენებლის გუნდს გვაქვს აღმშენებლობის მოქმედება და სტრატეგია, რომლის მოქმედებაში მოყვანაც გვინდა. შესაბამისად, კატეგორიულად ვემიჯნებით აბსოლუტურად ყველა კინკლაობას, ვერ ჩაგვითრევს ვერც ერთი კინკლაობაში, რაც არ უნდა ტალახის სროლა იყოს და თავდასხმა ჩვენთან მიმართებაში, კატეგორიულად გამოვრიცხავთ პასუხს. ერთადერთი, რაზეც ვსაუბრობთ ეს არის სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკის მძიმე კრიზისიდან დახსნა და ხალხის შველა", — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რა პერსპექტივები გააჩნია ქართულ ეკონომიკას და რა აუცილებელი ნაბიჯებია გადასადგმელი მისი გაჯანსაღებისთვის, ვაშაძე სიღმისეულ ცვლილებებში ხედავს

"გვაქვს კრიზისის დაძლევის კონკრეტულად შემუშავებული სტრატეგია და მხოლოდ ამაზე არის კონცენტრირებული ჩვენი კამპანია. არასდროს არ ვიქნებით ოპოზიციური ძალა, რომელიც სხვა ოპოზიციური პარტიების ჩაძირვით იქნება დაკავებული. უმთავრესი, რაზეც ვფიქრობთ ეს არის აღმშენებლობა, და ამ აღმშენებლობის სტრატეგიის აღმშენებლობაში მოყვანა", — აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ვაშაძის თქმით, სტრატეგია აღმაშენებელი ემიჯნება ნებისმიერ დაპირისპირებას პოლიტიკურ პარტიებს შორის და მისი პოლიტიკური ძალის უმთავრეს ამოცანას, ქვეყნის კრიზისის დაძლევა და აღმშენებლობა წარმოადგენს.