სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, "დამსხვრეული ოცნებების მთავრობა" ჩაფლავდა და სერიოზულ რეანიმაციას საჭიროებს.

მისივე თქმით, ვიდრე პანდემია ისედაც უმუშევრად დარჩენილ და გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას სრული ძალით შემოუტევს, პოლიტიკურმა მოძრაობამ მდგომარეობიდან გამოსვლის სამაშველო გეგმა წარმოადგინა.

"220 ათასი დაკარგული სამუშაო ადგილი, 10 ათასი დახურული მცირე ბიზნესი, ათასობით ადამიანი, რომელმაც საცხოვრებელი სახლი დაკარგა — ასე გამოიყურება ის, რასაც მილიონერების პარტია "კრიზისის მართვას" უწოდებს. ეს კატასტროფული მაჩვენებელია, თუმცა ჩვენი ქვეყნის რეალობაა. ჩვენი ქვეყანა, პაციენტი რომ ყოფილიყო, ხოლო ეს მთავრობა ექიმი, უდავოა, ცოცხალი ნადმვილად ვერ გადარჩებოდა.

გასათვალისწინებელია, რომ ეს რეალობა, მანამდე დადგა ჩვენ წინაშე, ვიდრე პანდემია სრული ძალით შემოგვიტევდა. მაშინ როცა, 220 ათასმა რიგითმა მოქალაქემ დაკარგა სამუშაო ადგილი, ამ დროს ქართული ოცნება თავისი გუნდისა და მათი მეგობრებისათვის მილიონების კეთებით იყო დაკავებული. მათ არ ვადარდებთ ჩვენ — რიგითი მოქალაქეები. მათ არ იციან რას ნიშნავს სამსახურის ან სახლის გარეშე დარჩნა, რადგან ისინი ხალხის რეალობას მოწყვეტილი მილიონერები არიან. მათი ერთადერთი საზრუნავი საკუთარი თავისათვის ქონების მოხვეჭაა. ღმერთმა დაგვიფაროს იმისგან, რაც წინ გველის. ქართული ოცნება ჩაფლავდა. ჩვენ გვაინტერესებს სად წავიდა ის 5 მილიარდი ლარი რომელიც საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად იყო განკუთვნილი, მაგრამ მოქალაქეებამდე არც კი მისულა! ამ უკანასკნელი რამოდენიმე თვის მანძილზე, მე შევხვდი ასობით რიგით საქართველოს მოქალაქეს — იმ ადამიანებს ვინც დაკარგეს სამსახური, მიუხდათ ბიზნესის დახურვა ან/და ვინც ბანკის ვალის გამო საკუთარი საცხოვრებელი სახლები დაკარგეს კრიზისის დროს. ნუთუ ეს არის კრიზისის მართვის წარმატებული მოდელი, რომლითაც ქართული ოცნება ასე ამაყობს? ეს პარტია მოწყვეტილია ხალხს და ხალხის ყოფით რეალობას, ეს არის მილიონერებისაგან შემდგარი პარტია, სადაც წარმოდგენაც არ აქვთ, რას ნიშნავს სამსახურის ან სახლ-კარის დაკარგვა. ამ ადამიანებმა ვერ იგრძნეს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერა, ისინი მარტო დარჩნენ კრიზისულ სიტუაციაში მაშინ, როდესაც ქართული ოცნება თავისი გუნდის წევრებისა და მათი მეგობრებისათვის კრიზისის ხარჯზე მილიონებს აგროვებდა საკუთარ ჯიბეში. მთავრობა, რომელსაც ხალხის გულისტკივილი ადარდებს ამას არ დაუშვებდა! საჭიროა, გავატაროთ სამაშველო გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენი მოქალაქეები ეკონომიკური კრიზისისაგან დავიცვათ. ახლა კი, ვიდრე სხვა მოქალაქეებიც დანარჩენ 200 ათას სამუშაო ადგილს დავკარგავთ და დამატებით ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩება, საჭიროა: განვახორციელოთ ეკონომიკის მყისიერი რეანიმაცია სერიოზული სამაშველო/საგანგებო გეგმის საფუძველზე და შევცვალოთ ხალხისაგან მოწყვეტილი კორუმპირებული მილიონერების პარტია პროფესიონალების გუნდით", — აცხადებს სერგო ჩიხლაძე