საარჩევნო ბლოკ ძალა ერთობაშიას კანდიდატის სამტრედია, ვანი, ხონი, წყალტუბოს ოლქში, ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ის არჩევნების დღეს თბილისში ჩამოვა და ელენე ხოშტარიას მისცემს ხმას. ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ოპოზიციის კანდიდატებს კონკურენტად არ განიხილავს. ამის შესახებ მან TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა.

"მე არჩევნების დღეს თბილისში ვაპირებ ჩამოსვლას, რომ ლაკა ხოშტარიას მივცე ხმა. ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა, აქ მთავარი ოპონენტი არის ქართული ოცნება", — განაცხადა მან.

ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატად სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოქლში ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გუშინ დასახელდა.