დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

სასურველია აჭარაში "დარჩი სახლში" პრინციპი ამუშავდეს, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებმა გაითვალისწინონ ეს მოწოდება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"მოგიწოდებთ, რადგან აჭარაში მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი გვაქვს, ავამოქმედოთ ისევ "დარჩი სახლშის" პრინციპი და მაქსიმალური დისტანცია დავიჭიროთ, რა თქმა უნდა, ამაზე არავინ დაგაჯარიმებთ, მაგრამ, სასურველი იქნება დავიცვათ ეს რჩევა, განსაკუთრებით ხანდაზმულებმა", — განაცხდა გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის რეკორდული — 259 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 62 პაციენტი. ინფორმაცია StopCov-ს ვებგვერდზე განახლდა.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის განმარტებით, ახალი შემთხვევებიდან 164 აჭარაში დადასტურდა, თბილისში — 34, იმერეთში — 22, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 15, გორში, მარნეულსა და მცხეთაში — 1, ხოლო 5 შემთხვევა საზღვარგარეთიდანაა იმპორტირებული.

24 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 705 უკვე გამოჯანმრთელდა, 25 კი გარდაიცვალა.

კარანტინში არის 5 255 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: