ქართველი მოდელი თათია ახალაია მილანში გამართულ Dolce&Gabbana ქალის გაზაფხული-ზაფხული 2021 წლის სეზონის ჩვენებაზე გამოვიდა.

დიზაინერებმა 99 კოსტიუმისგან შემდგარი კოლექცია მეტროპოლის პოდიუმზე წარადგინეს. კოსტიუმები გაფორმებული იყო სიცილიისთვის დამახასიათებელი ისტორიული ელფერით და პეჩვორკის ტექნიკისთვის დამახასიათებელი ხელნაკეთი დეტალებით.

ნახეთ კოლექცია სრულად.

ფოტო: IC Model Management

მოდის სახლთან თათია ახალაიასთვის ეს უკვე მე-7 შოუა. მოდელმა სექტემბრის დასაწყისშიც მიიღო მონაწილეობა Dolce & Gabbana-ს Alta Moda-ს ჩვენებაში. ქართველი მოდელი სამოდელო სააგენტო IC Model Management-ს წარმოადგენს.

თათია ახალაია წარსულში რობერტო კავალთანაც თანამშრომლობდა.