დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსისგან 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. დაავდებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 70 წლის პაციენტი საავადმყოფოში 17 სექტემბერს შეიყვანეს და მას მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

24 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 259 შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. თბილისში — 34, იმერეთში — 22, სამეგრელო-ზემო სვანეთში — 15, გორში, მარნეულსა და მცხეთაში — 1, ხოლო 5 შემთხვევა საზღვარგარეთიდანაა იმპორტირებული.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში სულ კორონავირუსის 4 399 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 705 უკვე გამოჯანმრთელდა..

კარანტინში არის 5 584 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 836. ამასთან, კოვიდსასტუმროებში 563 პირია გადაყვანილი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: