დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისის იუსტიციის სახლის უკან მიმდინარე ტესტირების დროს კორონავირუსი ამ დროისათვის 4 პირს დაუდასტურდა. გამყრელიძის თქმით, სამი დღის განმავლობაში 754 პირი გამოიკვლიეს და Covid-19 აქედან 4 მათგანს დაუდგინდა, რაც გამოკვლეულების 0, 7%-ია.

"ბოლოა დღეა იუსტიციის სახლთან ტესტირების და მოვუწოდებ ყველას მივიდნენ. 538 ადამიანი გაიტესტა დღეს დილიდან. გუშინ ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობდა ტესტირება", — განაცხადა გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: