ისანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაღუპულია 1 ადამიანი.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.