ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანში ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. თელავის რაიონულ სასამართლოში On.ge-ს განუცხადეს, რომ ბრალდებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველის ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ქმედებას გულისხმობს, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.