ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში ერთმა პირმა მაღაზია ორი ნაბიჯი დააყაჩაღა. მაღაზიის კონსულტანტების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კაცი მათგან სიგარეტს ითხოვდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ მომხდარიდან მალევე პოლიციამ დამნაშავე დააკავა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.