NBC-ის ერთ-ერთი მთავარი დრამატული სერიალი This Is Us მეხუთე სეზონით მოსალოდნელზე უფრო ადრე დაბრუნდება.

ახალი სეზონის პრემიერა 27 ოქტომბერს შედგება. თავიდან მისი გამოსვლა 11 ნოემბრისთვის იგეგმებოდა, როგორც ეს NBC-მ განაცხადა წინა თვეში. სერიალების პრემიერების გადადება კორონავირუსის პანდემიით იყო გამოწვეული, თუმცა This Is Us-ის მეხუთე სეზონის უფრო მალე გამოსვლა NBC-ისთვის ნამდვილი გამარჯვებაა, რადგან დიდ სატელევიზიო ქსელებში შოუების უდიდესი ნაწილი ნოემბრამდე ან კიდევ უფრო გვიანობამდეა გადადებული.

ფოტო: NBC

This Is Us-ში პირსონების ოჯახის წარმომადგენელთა როლებს მაილო ვენტიმილია, მენდი მური, სტერლინგ ბრაუნი, კრისი მეტცი, ჯასტინ ჰარტლი, კრის სალივანი და სიუზან კელეჩი უოტსონი ასრულებენ. ეს ყველასთვის საყვარელი საოჯახო დრამა უკვე ემის ხუთ ჯილდოზე ნომინირდა.